ანგარიშის გახსნიდან 72 საათში StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა

ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა – StopCoV ფონდი შეიქმნა. ანგარიშის გახსნიდან 72 საათში, COVID 19 – ვირუსთან ბრძოლისთვის, StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა. ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია. 25 მარტის 18:00 საათის მონაცემებით ფონდში მსხვილი შენატანები განახორციელეს კომპანიებმა: მაგთიკომი; არ ემ ჯი; მეტრო ჰოლდინგი; თელავის ღვინის მარანი; პე-ეს-პე ჯგუფი; თეგეტა მოტორსი; ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი; ფოთის საზღვაო ნავსადგური; საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე; ჰუალინგი; სამშენებლო კომპანია დირსი; თბილი სახლი; სარაჯიშვილი; სუპერმარკეტების ქსლი „ზღაპარი”; ქსელი „სუფთა სახლი”; რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი; ასკანელი ძმები.

StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები