ესპანეთი კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას ნატო-ს სთხოვს
ესპანეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს, ექსპრეს-ტესტებს, ასევე, ინდივიდური დაცვის საშუალებებს სთხოვს.
ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, მიგელ ანხელ ვილიაროიამ განაცხადა.
Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამისი მოთხოვნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშია გაგზავნილი, ამის შემდეგ ის ყველა წევრ ქვეყანას გაეგზავნება.
გენშტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ მიღებული დახმარება მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარდება.
ესპანეთში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3434 შეადგენს, ინფიცირებულთა 47 619; 3166 პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 5 367 კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთაგან 5,4 ათასი სამედიცინო პერსონალია.