ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სპეციალური ხსნარით დამუშავება. სპეციალური ხსნარით ინტენსიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლის გარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში.სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს. მუნიციპალიტეტში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც დარეკვა მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ. ფოთში შეიზღუდა რესტორნების, კაფე-ბარების, სარიტუალო სახლების მუშაობა. სრული დატვირთვით მუშაობს სუპერმარკეტები, აფთიაქები. სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას არ ემუქრება.