ზუგდიდის საბავშვო ბაღებში არსებული სურსათის დარიგება დაიწყო (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რეგიონის მასშტაბით საბავშო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

სურსათის დარიგების პროცესს სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ადგილზე გაეცნენ.

“დღეს ჩვენ დავიწყეთ საბავშო ბაღებში პროდუქტის დარიგება. ამ ეტაპზე, ორი კვირის მარაგს გადავცემთ და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ვაკონტროლებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული. პროცესში ასევე, მოხალისეები არიან ჩართულები. ისინი მაქსიმალურად აკონტროლებენ სოციალურ დისტანციას“,-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის ბაღებში არსებული სურსათის ჯამური ღირებულება 120 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ჯამში მუნიციპალიტეტში – 4172 აღსაზრდელი ირიცხება. პროდუქტის გაცემის გადაწყვეტილება, ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება. შეგახსენებეთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები