ირაკლი ზარქუა: „ოპოზიციის ალიანსს“ ყოველ შაბათს გასვლითი ღონისძიება აქვს, წვიმაში არ გადიან, შეიძლება, გაცივდნენ, კარგ ამინდში გაისეირნებენ ხოლმე

„ოპოზიციის ალიანსს“ ყოველ შაბათს გასვლითი ღონისძიება აქვს, წვიმაში არ გადიან, შეიძლება, გაცივდნენ, კარგ ამინდში გაისეირნებენ ხოლმე”,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ ამოცანაა, ახალგაზრდობა საღამოს რუსთაველის გამზირზე გაიტყუონ.

“ოპოზიციურ ალიანსს საფუძვლად უდევს „ნაცმოძრაობის“ ელექტორატი, რაც კიდევ საქართველოში შემორჩენილია, დაახლოებით 20 პროცენტი. დანარჩენი ალიანსი „ნაცების“ გარეშე რას წარმოადგენს? – არაფერს. გვარამიამ რა ხმა უნდა მიიღოს? გიჟი ცოლ-ქმარი რომ დარბის, რა გვარია, ჩერგო და მისი ქმარი, რა უნდა ქნან, ვის ატყუებენ? – ბელადი გაანაწყენეს. ეტყობა, ბელადი ამათ გაებუტა. ქართული საზოგადოებისთვის „რვიანები“, „ცხრიანები“ და თხუთმეტიანები ნაკლებად საინტერესოა. რაც შეეხება 26 მაისს, ყოველ შაბათს გასვლითი ღონისძიება აქვთ. წვიმაში არ გადიან, შეიძლება, გაცივდნენ. კარგ ამინდში გაისეირნებენ ხოლმე. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და მათი ამოცანაა, ახალგაზრდობა საღამოს რუსთაველის გამზირზე გამოიტყუონ, პატრონებს ანახონ, დაგვაფინანსეთ, ხალხი გვყავსო. ახალგაზრდებს ვურჩევ, თავს ნუ გამოაყენებინებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები