მარტვილში კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელბული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ოთარ დანელიას კორონავირუსთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მარტვილის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ა(ა)იპ-ებში, ტრანსპორტში, სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში და ადმინისტრაციულ შენობებში შპს ,,ჰიგიამ” განახორციელა.
პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.
დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.
საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტში შექმნილია მოხალისეების ჯგუფი, რომლებიც ეხმარებიან რისკჯგუფში მყოფ ბენეფიციარებს. ასევე, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.
ცხელი ხაზი: 599070392; 599030663

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები