“ბავშვები ქალაქგარეთ გაიყვანეთ სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე, თავი შეიკავეთ კურორტებისგან”, – პედიატრის რეკომენდაციები მშობლებს

პედიატრი თემურ მიქელაძე კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს.

ექიმის განცხადებით, საქართველოში, დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, მშობლებმა ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია სივრცეებში 15 წუთიანი ხანგრძლივობით 2-3-ჯერ დღის განმავლობაში უნდა ჩაიყვანონ.

ექიმის რეკომენდაციების ჩამონათავლი ასეთია:

• დაიცავით სოციალური დისტანცირება და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა
• საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია სივრცეებში ჩაიყვანეთ 15 წუთიანი ხანგრძლივობით 2-3-ჯერ დღის განმავლობაში!
• ეზოში არ დატოვოთ მარტო, მოზრდილის მეთვალყურეობის გარეშე!
• ხშირად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები!
• არ წაიყვანოთ ბავშვები და არც თქვენ წახვიდეთ ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად, ეკონტაქტეთ ელექტრონული საშუალებებით!
• მოარიდეთ ბავშვები 5-10- კაციან თავშეყრის ადგილებსაც კი ! ! !
• არ წაიყვანოთ მარკეტებში. სასურველია პროდუქტის შესაძენად იაროს ოჯახის ერთიდაიმავე წევრმა. არ მოიმარაგოთ მალფუჭებადი პროდუქტები!
• დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები!
• ბავშები ქალაქგარეთ გაიყვანეთ სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე (თავი შეიკავეთ კურორტებისგან)
• არ შეხვდეთ მეზობლებსა და ნათესავებს!

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები