სოზარ სუბარი: მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები უკონტაქტო თერმომეტრებით დღეიდან მომარაგდება

რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები უკონტაქტო თერმომეტრებით დღეიდან მომარაგდება.

მისივე თქმით, უკონტაქტო თერმომეტრები მთელს საქართველოშია განაწილებული.

„მარნეული და ბოლნისი უკონტაქტო თერმომეტრებით დღეს მომარაგდება, საკმაო რაოდენობა ჩავა. მინდა, მოქალაქეები დავარწმუნო, რომ უკონტაქტო თერმომეტრების გარეშეც, როცა ჩვეულებრივი ე.წ. ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით ხდება ტემპერატურის გაზომვა, ხარისხითაც იგივეა და არანაირი საფრთხე იქ გადადებისა არ არის იმიტომ, რომ შესაბამისად მუშავდება. უკონტაქტო თერმომეტრები მარტო ბოლნისსა და მარნეულში კი არა, მთელს საქართველოშია განაწილებული და არის გამოყენებაში. მთელს მსოფლიოში, წამყვან ქვეყნებშიც, ელექტრომექანიკის წარმოებაში ყველაზე დიდი პოტენციალის ქვეყნებშიც არის ამის უკმარისობა და ის, რომ საქართველოში ერთი ან ორი დღით გარკვეული შეფერხება შეიქმნას გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, რა გასაკვირია. დღეიდან და ხვალიდან ამ ორ მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა სრულად იქნება აღმოფხვრილი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები