ირაკლი ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში, სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პრობლემა არ არსებობს

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სურსათით მომარაგების პრობლემა არ არსებობს.

როგორც ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავდაპირველად, ამ მხრივ სოფლის მცირე ზომის მაღაზიებს გარკვეული პრობლემა ჰქონდათ, თუმცა შეფერხება აღმოფხვრილია.

„არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად. არ არის მიწოდების პრობლემა, თუმცა მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს შეფერხებებიც აღმოფხვრილია.

პრემიერის დავალებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ ორ რაიონში მიემგზავრება, რათა ადგილზე გადაწყვიტოს ყველა შესაძლო პრობლემა თუა ასეთი რამ არსებობს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები