ხუნდაძე: ტესტი არ არის ხსნა, ტესტი არის ხელშეწყობა იმისა, რომ კონტროლს დაექვემდებაროს პროცესი

“ტესტი არ არის ხსნა, ტესტი არის ხელშეწყობა იმისა, რომ კონტროლს დაექვემდებაროს პროცესი”, – ამის შესახებ კორონავირუსის გამოსაკვლევ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძემ სწრაფი ტესტების დანიშნულება განმარტა.

“ტესტებს აქვს რამდენიმე მიზანი, სხვადასხვა ეტაპზე დადგინდეს ვირუსის არსებობა. არსებობს ანტისხეულდამოკიდებული ტესტები, მაგრამ მინდა, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ ის, რომ ტესტირებას ჰქონდეს თავისი დადებითი შედეგი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის გამოვიყენებთ და რა ტესტს გამოვიყენებთ.  ტესტი არ არის ხსნა, ტესტი არის ხელშეწყობა იმისა, რომ კონტროლს დაექვემდებაროს პროცესი, მაგრამ ხსნა არის ერთ-ერთი აუცილებელი, რა რეკომენდაციასაც ჩვენ ვიძლევით”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები