თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1872-მდე, ხოლო გარდაცვლილთა – 44-მდე გაიზარდა

0

“თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1872-მდე გაიზარდა”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ.

მისივე ინფორმაციით, ვირუსს უკვე 44 პაციენტი ემსხვერპლა.

“უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 3952 ტესტი გაკეთდა, მათგან 343 დადებითი აღმოჩნდა. 7 ადამიანი გარდაიცვალა”, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

უკანასკნელი მონაცემით, მსოფლიოში ვირუსი 422 989 ადამიანს აქვს დადასტურებული, 18 915 პაციენტი გარდაიცვალა, 108 578 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი