მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ერთის მოგზაურობის ისტორია საფრანგეთს, ორის კი ამერიკას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ერთის მოგზაურობის ისტორია საფრანგეთს, ხოლო ორის ამერიკას უკავშირდება.

“ახალი პაციენტების ისტორია, ძირითადად, ასეთია – ერთი არის საფრანგეთის ისტორიით და ორს ამერიკის ისტორია აქვს.

ჩვენთან ვინც წევს, ყველა შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებული შემთხვევაა, ჯერჯერობით, არ ვიცი როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში, მაგრამ კრიტერიუმი, დაავადების შესაძლო შემთხვევის განმარტებად რჩება მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან. ყველა პაციენტის, ვინც ჩვენთან თავსდება,  ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ იყო თვითიზოლაციაში. ნებისმიერის მდგომარეობა მართულია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური აწარმოებს ეპიდემიოლოგიური კონტაქტების გამოკვლევას. მოხდება ყველა კონტაქტის გამოკვლევა და გადაწყვეტილებების მიღება მოხდება შესაბამისად“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები