მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს მიესალმება

მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ვადამდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს მიესალმება. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, “აფხაზი ხალხის ნების გამოვლენა თავისუფალ და პატიოსან გარემოში მიმდინარეობდა”.

“მიღებულ შედეგებს განვიხილავთ,  როგორც აფხაზი ხალხის მხარდაჭერას ქვეყნის მოდერნიზაციის მიმართულებით აღებული კურსისადმი, ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაფართოების კუთხით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდა, რომლის შედეგად გამარჯვება ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მოიპოვა.

რუსეთისგან განსხვავებით, ე.წ. არჩევნებს გმობს საერთშორისო თანამეგობრობა, შესაბამისი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირში, ასევე, უკრაინის საგარეო უწყებასა და ნატო-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები