ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ასლან ბჟანიამ მოიპოვა
ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს გამართულ ვადამდელ ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მოიპოვა.
ე.წ. ცესკოს მონაცემით, ბჟანიამ ხმების 56,5% მოიპოვა; ადგურ არძინმაბ 35,42%; ლეონიდ ძაფშბამ კი, 2,22%.
ბჟანიას გამარჯვება ოპონენტებმა უკვე მიულოცეს.
ბჟანიამ მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, “ჩვენთან დამარცხებულები არ არიან, რადგან ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელიც ერთობლივად უნდა მოვაგვაროთ. იმედი მაქვს, საერთო ძალისხმევით ყველაფერი გამოგვივა”.