აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 4 ათასით გაიზარდა და, ჯამურად, 35 206 ადამიანი შეადგინა.
ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში განაცხადეს.
ლეტალურად 471 შემთხვევა დასრულდა.
მანამდე 390 გარდაცვლილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.
აშშ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით, ჩინეთის და იტალიის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.