საქართველოში კორონავირუსის 44-ე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 44-ე შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, ინფიცირებულს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს – ის საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, ამასთან მას საფრანგეთშიც მოგზაურობდა. თუმცა მიქელაძის განმარტებით,  საზღვარზე შემოსვლის შემდეგ მისი ყველა ნაბიჯი და ურთიერთობა გაკონტროლებული იყო.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ინფიცირებული მოქალაქეა.

ამასთან, განახლებული მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეც აისახა. ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 44 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში 1925 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობას კი 271 ადამიანი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები