ბანკების მოგება 79.4 %-ით გაიზარდა

2020 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 79,4%-ით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში ბანკების შემოსავლებმა 383,296 მლნ ლარი, ხოლო ხარჯებმა 272,958 მლნ ლარი შეადგინა.
გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის თებერვალში  ბანკებმა 10,278 მლნ ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები