ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მათ კლინიკაში მყოფი 80 წელს გადაცილებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დადებითია.

„რაც შეეხება 80 წელს გადაცილებულ ქალს – ჩატარებული მკურნალობის შემდეგ გასულია 24 საათი. მისი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით. სუნთქვის უკმარისობის კლინიკური ხარისხი შემცირებულია. გუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია.
ჩვენთან გახლავთ ოჯახი, თუ რა ღონისძიებაზე იმყოფენოდნენ, ნამდვილად ვერ გეტყვით, შემიძლია გითხრათ, რომ შეკრებაზე იყვნენ. ცოლ-ქმარი ჩვენ კლინიკაში 48 საათის წინ მოთავსდნენ, ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ქალბატონსა და ბატონთან ცხელების ეფექტი არ ფიქსირდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. მეოთხე პაციენტი, რომელიც ასაკით 80 წლისაა, წარმოადგენს იმ კლასტერს, რომელსაც ცოლ-ქმარი წარმოადგენს“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები