CNBC: აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

“აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა”, – იტყობინება ტელეკომპანია CNBC.

ტელეარხის მონაცემით, ბოლო ორი დღის გამავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა.

ამასთან, ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტებზე კონტროლის სამმართველოს დაავალა არსებული პროცედურების გამარტივება, რომ ვირუსის მკურნალობის მეთოდის შემუშავება დაჩქარდეს.

ტრამპმა თქვა, რომ უახლოეს დროში კორონავირუსით ინფიცირებულებს მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტით Hydroxychloroquine–ით უმკურნალებენ, რომელიც ამჟამინდელი ეპიდემიის დროსაც შეიძლება, იყოს გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები