დღეიდან თურქეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა წყდება

საქართველოსა და თურქეთს შორის დღეიდან ავიამიმოსვლა ჩერდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენების გაუქმება 14 მარტიდან იგეგმებოდა, თუმცა, ორმხრივი გადაწყვეტილების შედეგად, პერიოდი 20 მარტამდე გახანგრძლივდა.

შეზღუდვები უკვე რამდენიმე დღეა, მოქმედებს სახმელეთო საზღვარზე.

საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ, შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.

ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები