“ნიუ ვიჟენ – საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” წარმომადგენელი: მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

“ჩვენ მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება”, – ამის შესახებ „ნიუ ვიჟენ – საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” წარმომადგენელმა, ეკა აზარაშვილმა პრემიერმინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალს რესურსში 125 საწოლი და 18 სასუნთქი აპარატი აქვს.

„ჩვენ მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია პრემიერმინისტრს საწოლფონდისა და სასუნთქი აპარატების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კოორდინებულად მოხდეს სახელმწიფოში მუშაობა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა. ჩვენი საწოლფონდი არის 125 საწოლი, რომელიც მოიცავს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 26 საწოლს და ასევე, დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 18 სასუნთქი აპარატი.

კლინიკის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან ის პრობლემური საკითხებიც დავაყენეთ, რომლებიც ყველა მათგანს ეხება. ეს ეხება განსაკუთრებული აუცილებლობის სახარჯი მასალების დეფიციტს ბაზარზე და მთავრობის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ მოხდეს აუცილებელი სახარჯი მასალებით აღჭურვა კლინიკების. ასევე, მინდა, მოვუწოდო მომწოდებელ კომპანიებს, რომ ამ დროს ნამდვილად მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახარჯი მასალების სწორი განაწილება. შესაბამისად, ის, რომ შესაძლოა მათ 10 ან 20 ათასი პირბადე ჰქონდეთ ან სადეზინფექციო ხსნარი და მხოლოდ 1 ან 2 კლინიკაზე მოხდეს ამის განაწილება, ეს ნამდვილად არ ნიშნავს სწორ განაწილებას“, – განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები