ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის დავალებით, პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივი წარმოება უკვე დაიწყო

“პრემიერმინისტრის დავალებით, უკვე დაიწყო ადგილობრივი წარმოება პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებებისა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმასაკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს მოგცემს საშუალებას, რომ, პირველ ყოვლისა, დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნილება, რომელიც აქვთ კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს და შემდგომ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზაობას, შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით.
„როგორც იცით, სახელმწიფოს სექტორში უკვე გათავისუფლებულია საწოლი ადგილები, თუმცა, ასევე, არსებობს შეთანხმება კერძო სექტორთან, რომ საჭიროების შემთხვევაში 48 საათის განმავლობაში შეიქმნება კიდევ დამატებითი სიმძლავრეები, რომელიც საშუალებას მოგცემს, უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს გაუწიოს დახმარება სამედიცინო სექტორმა. აქვე გეტყვით, რომ დღეს, დღის განმავლობაში პრემიერმინისტრი გიორგი გახარია შეხვდება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, ანუ კერძო კლინიკების წარმომადგენლებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები