საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა”, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამასთან, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 216 ადამიანი გადის.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1.