ლას ვეგასში ყველა კაზინო იკეტება

“აშშ–ის ნევადის შტატში ყველა ბარი, კაზინო, რესტორანი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაიკეტება”, – განაცხადა შტატის გუბერნატორმა, სტივ სისოლაკმა.

მისი თქმით, ზომა ძალაში 18 მარტის 00:00 საათიდან შედის. დაწესებულებებმა მუშაობა, სულ მცირე, 30 დღით უნდა შეაჩერონ.

უკანასკნელად მსგავსი რამ 1963 წლის 25 ნოემბერს, ჯონ კენედის მკვლელობის დროს მოხდა.

17 მარტის მონაცემით, აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6 ათასს გადააჭარბა. ეპიდემია 50–ვე შტატში დაფიქსირდა. სხვადასხვა მონაცემით, ვირუსს 100 ადამიანი ემსხვერპლა.

13 მარტიდან კი აშშ–ში ევროპის მოქალაქეებისთვის შესვლა 30 დღით აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები