Washington Post: აშშ–ში კორონავირუსს 100 ადამიანი ემსხვერპლა

“აშშ–ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 100- მდე გაიზარდა”, – წერს Washington Post-ი.

მანამდე, ჯონს ჰოპკინისის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმან5 ათასს გადააჭარბა, 85 გარდაიცვალა.

თუმცა, გამოცემა განსხვავებულ მონაცემს აქვეყნებს.​

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

ორგანიზაციის 18 მარტის მონაცემით, კორონავირუსი მსოფლიოს 166 ქვეყანაშია გავრცელებული, ინფიცირებულთა რიცხვი 198 543 ადამიანს შეადგენს.

ვირუსს 7988 ადამიანი ემსხვერპლა, 82 779 პაციენტი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები