უკრაინაში კარანტინის წესების დამრღვევ პირებს ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით დასჯიან
უკრაინის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციებს აწესებს, კერძოდ, მოხდება პირების დაჯარიმება ან მათთვის თავისუფლების აღკვეთა.
დოკუმენტი ხელმოსაწერად ქვეყნის პრეზიდენტს გაეგზავნება.
კანონის თანახმად, კარანტინის დამრღვევ პირს ჯარიმის სახით, დაახლოებით, 650 დოლარიდან – 2 ათასამდე დოლარამდე თანხის გადახდა მოუწევს,ან მასზე გავრცელდება თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 თვიდან – 3 წლამდე.
უკრაინაში 12 მარტიდან – 3 აპრილამდე ყველა სასწავლო დაწესებულებაში კარანტინია დაწესებული, ასევე, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები.
ქვეყანაში კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევაა, 13 მარტს ვირუსისგან პირველი გარდაცვალებაც დაფიქსირდა.