“როცა ასეთი ვითარებაა, დაუშვებელია, ვინმემ ბოროტად ისარგებლოს და ფასები მოუმატოს სურსათზე თუ მედიკამენტებზე”

“ახალი კორონავირუსის შემთხვევების ფონზე, ქვეყანაში სურსათს ან მედიკამენტებზე ფასების მატებით ვინმე ბოროტად თუ ისარგებლებს, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ ყველა ასეთ შემთხვევას სამართლებრივი რეაგირება ჰქონდეს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„როდესაც ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, სადაც საზოგადოების თითოეულ წევრს თავისი პასუხისმგებლობა აქვს იმ საერთო საქმისადმი, რომელსაც ყველა ვემსახურებით, დაუშვებელია, ვინმემ ბოროტად ისარგებლოს და ფასები მოუმატოს სუპერმარკეტებში სურსათზე თუ აფთიაქებში სხვადასხვა მედიკამენტებს. ეს არის ამორალური ქცევა, ხელი მოითბონ კონკრეტულმა ბიზნესმენებმა ჩვენი საერთო გასაჭირიდან გამომდინარე. ყველას მოვუწოდებ, რომ ბოროტად ნუ ისარგებლებენ ამ შექმნილი მდგომარეობით და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევა, სადაც სურსათზე იქნება თუ წამალზე, თუ ვინმე ბოროტად ისარგებლებს, ყველა ასეთ შემთხვევას სამართლებრივი რეაგირება ჰქონდეს”, – განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები