სომხეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეჩერდა

სომხეთსა და რუსეთს შორის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ორი კვირით ავიამიმოსვლა შეჩერდა.

შესაბამისი შეთანხმებას სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერებმა მიაღწიეს.

ამასთან, აღინიშნება, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება შეეძლებათ.

შეზღუდვა სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება.

სომხეთში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი პაციენტი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები