საქართველოსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლა 20 მარტამდე არ შეწყდება

თურქეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე წლის 20 მარტამდე არ შეწყდება. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა 14 მარტს უნდა შეწყვეტილიყო.
„ცნობილია, რომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ, შეზღუდონ მიმოსვლა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს. ამავრდოულად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური პირების გადაადგილება არ შეიზღუდება ვალესა და კარცახის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე“, – იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ უკვე შეზღუდა ავიამიმოსვლა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებთან, ესენია: ირანი, ჩინეთი, იტალია და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები