ნათია ფანჯიკიძე: ცუდად ვხდები იმის წარმოდგენაზე, რომ ყოველდღე უფრო აციმციმებული თვალების ნახვის ბედნიერების გადავადება შეიძლება, მოგვიწიოს
“მე რომ ის თამრო აღარა ვარ, კორონავირუსმა იმედია, სულ არ გადაგავიწყათ, სამშობლო უნდა იცნობდეს ანტიგმირებსაც, ამიტომაც, შეგახსენებთ, ის ვარ, ბოროტ კაზინოს რომ უფლება მივეცი, უფულო პაციენტების მკურნალობა აენაზღაურებინა”, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მე რომ ის თამრო აღარა ვარ, კორონავირუსმა იმედია, სულ არ გადაგავიწყათ. სამშობლო უნდა იცნობდეს ანტიგმირებსაც. ამიტომაც, შეგახსენებთ, ის ვარ, ბოროტ კაზინოს რომ უფლება მივეცი, უფულო პაციენტების მკურნალობა აენაზღაურებინა. ხოდა დღეს მესამე კვირა დაიწყო, რაც პროგრამა მიმდინარეობს. პირველივე დღეს შეივსო ყველა ადგილი. მოსვლის პირველ დღეს 99%-მა აღნიშნა ინტენსიური, ან ნაკლებინტენსიური სუიციდური აზრების შესახებ. უმძიმესი მდგომარეობა დაიხატა, მეგონა საკმაო დრო დაგვჭირდებოდა მათ ამოსაქაჩად, მაგრამ მეორე კვირასვე ადამიანების უმეტესობა მოვიდა თვალებში სხივებით, სიცილით, ჟრიამულით, ერთმანეთში ხალისიანი დიალოგებით. უმეტესობა მოდის თერაპიის დაწყებამდე ნახევარი, ან ერთი საათით ადრე და ამბობს, რომ გარემო მოსწონს და ეჩქარება მოსვლა. ერთმა მკითხა – კამარაზე დამოკიდებულება თუ უჩნდება ხალხს და ასე რომ დამემართოს, მერე რა ხდებაო… მერე ის ხდება, რომ გამოჯანმრთელებულებს რომ “ვყრით” ცენტრიდან, ხშირად მებუტებიან, როგორც ცუდ “დედას” ჩიტ-ჩიორას, რომელიც ბუდიდან ყრის ბარტყებს, სანამ არ იგრძნობენ, რომ უკვე ფრენა იციან და მერე ისევ გვირიგდებიან-მეთქი. ხოდა ახლა თანამშრომლების აზრი ორად იყოფა, დავიხუროთ დროებით, სანამ ვირუსის გავრცელება უკან არ დაიხევს, თუ ჯერ შევიმაგროთ თავი. ძალიან, ძალიან ცუდად ვხდები იმის წარმოდგენაზე, რომ ყოველდღე უფრო აციმციმებული თვალების ნახვის ბედნიერების გადავადებამ შეიძლება მოგვიწიოს. პარასკევს ეს შესაძლო იძულებითი დახურვა რომ ვამცნეთ, პაციენტებმაც ინერვიულეს. რომ არა ეს ჯგუფები, რომელთა მიმართაც ჩვენც, ასევე, გვიჩნდება დამოკიდებულება და დაავადებაზე გამარჯვების ვნება, არაფერზე ვიდარდებდი, სახლში სამუშაო და საწერიც იმდენი მაქვს, წარმოდგენისგან ვიღლები”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.