ვილი სანიოლი: სექტემბრისა და ოქტომბრის შეკრებისგან განსხვავებით, ახლა გუნდში გაცილებით კარგი განწყობაა

სექტემბრისა და ოქტომბრის შეკრებისგან განსხვავებით, ახლა გუნდში გაცილებით კარგი განწყობაა, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სექტემბრისა და ოქტომბრის შეკრებისგან განსხვავებით, ახლა გუნდში გაცილებით კარგი განწყობაა. ვისაუბრეთ ხარვეზებსა და ფეხბურთელებისგან დადებითი ენერგია ვიგრძენი. ჩვენი მიზანი დიდი ემოციებითა და დიდი ამბიციებით თამაშია. საამისოდ კი ქომაგების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ექნება“, – აღნიშნა სანიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები