აშშ-მა და შვეიცარიამ სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს – შვეიცარიული პროდუქციის იმპორტის ტარიფები 15%-მდე შემცირდება

აშშ-მა და შვეიცარიამ სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიული პროდუქციის იმპორტის ტარიფები 39%-დან 15%-მდე შემცირდება.

„მადლობას ვუხდით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ელჩ ჯემისონ გრირთან შეხვედრა პროდუქტიული იყო“, – განაცხადა შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ.

მათივე განმარტებით, შეთანხმება შეამცირებს შვეიცარიის საიმპორტო გადასახადებს ამერიკულ სამრეწველო პროდუქტებზე, თევზსა და ზღვის პროდუქტებზე, აგრეთვე სოფლის მეურნეობის გარკვეულ პროდუქტებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები