გოგი დოლიძის ვინილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ხელშეწყობით, ლეგენდარული ქართველი მომღერლის – გოგი დოლიძის ვინილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
„გავა დრო და მოვუყვებით შვილებს“ – ამ სახელწოდებით ალბომი წისქვილის „თეატრში“ წარადგინეს, სადაც გოგი დოლიძის სიმღერები „ქართულმა ხმებმა“, მისმა მეგობრებმა და ახალი თაობის წარმომადგენლებმა შეასრულეს. კონცერტს უძღვებოდა ბენდი ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.
მუსიკალური ნომრების პარალელურად დიდ ეკრანზე საარქივო კადრები გაეშვა და გოგი დოლიძის ნამღერი ისევ გაჟღერდა.
დამსწრე საზოგადოებამ დიდი ქართველი მომღერლის უცნობი ისტორიები ინტერვიუების სახით მოისმინა.