Bild: გერმანია უკრაინიდან ლტოლვილებისთვის შეღავათების გადახდის ახალ წესებს შემოიღებს

გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის შეღავათების გადახდის ახალი წესები 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება და უკუქმედებით იმოქმედებს, – ამის შესახებ გაზეთი Bild-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ოთხშაბათს, 12 ნოემბერს გერმანიის კაბინეტის სხდომაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ 2025 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიაში ჩასული უკრაინელები უმუშევრობის შემწეობის (Bürgergeld) ნაცვლად თავშესაფრის მაძიებლისთვის შეღავათიან შემწეობას მიიღებენ.

„არსებული შეღავათების გადახდის გადაწყვეტილებები ძალაში დარჩება 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე, როდესაც ახალ გადახდის სისტემაზე გადასვლა დასრულდება“, – წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები