Reuters: იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ შესაძლოა კორუფცია გააღვივოს

იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევა ხელს არ შეუწყობს რუსეთთან ომის დასრულებას და შეიძლება „კიდევ უფრო გააღვივოს კორუფცია“, – წერს Reuters-ი.

ვიცე-პრემიერის თქმით, მას არ სურს იტალიელი დასაქმებულების და პენიონერების ფული კორუფციის გაღვივებისთვის გამოიყენებოდეს.

„ჩემთვის ცხადია, რომ უკრაინის მთავრობასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალები იჩენს თავს, ამიტომ არ მსურს, რომ იტალიელი მუშებისა და პენსიონერების ფული გამოყენებულ იქნას კორუფციის კიდევ უფრო გაღვივებისთვის.

არ მგონია, რომ მეტი იარაღის გაგზავნა პრობლემას მოაგვარებს. ვფიქრობ, ბოლო საათებში მომხდარი მოვლენები, მათ შორის, რუსული ჯარების წინსვლა, გვეუბნება იმაზე, რომ ომის დასრულება ყველას ინტერესებშია, განსაკუთრებით კი უკრაინის“, – აცხადებს იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები