გიორგი ვოლსკი – პეტერ ფიშერზე: იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია – ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პეტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევება დაუშვებელია.
როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე გერმანიასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვითარების გამწვავება, ვინაიდან სცენარში სწორედ ეს უწერიათ იმათ [ევრობიუროკრატებს] რომ გამწვავდეს ვითარება, ახალი დაძაბულობის კერა შეიქმნას – დაპირისპირება გერმანიასა და საქართველოს შორის. იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია. კვლავაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს არის ერთადერთი სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.