საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.