სოციალურად დაუცველ შეროზიების ოჯახს, პროექტ “ერთი თბილი ოთახის” ფარგლებში, ორი ოთახი გაურემონტდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი –  გიორგი შენგელია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიასთან ერთად სოციალურად დაუცველ შეროზიების ოჯახში იმყოფებოდა, რომლებსაც პროექტ ,,ერთი თბილი ოთახის” ფარგლებში, ორი ოთახი გაურემონტდა.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, 2017 წლიდან დღემდე აღნიშნული სოციალური პროგრამით 47 ოჯახმა ისარგებლა და პროექტი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

2019 წელს „ერთი თბილი ოთახის“ პროექტში 18 ოჯახი ჩაერთო, რისთვისაც 126000 ლარი გაიხარჯა. თითო საცხოვრებელი სახლის „ერთი თბილი ოთახის“ მოწყობის ღირებულება 7000 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პროექტს ,,ერთი თბილი ოთახი,“ 2017 წლიდან ახორციელებს, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები