სოფელ რუისში სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირების სამუშაოები სრულდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში N2 და N3 საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. სულ დაიგება 360 გრძ.მ გზის საფარი.
პროექტის ღირებულება 189 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,შარა” ასრულებს.