საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგევრდზე – stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ასევე, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.