უნგრეთის მთავრობამ, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
“უნგრეთის მთავრობა, კორონავირუსის საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. მოგვიანებით, სავარაუდოდ, დამატებითი პრევენციული ზომები გავრცელდება”, – დაწერა კოვაჩმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევაა. ინფექცია დაუდგინდა რვა ირანელს, ერთ ბრიტანელსა და უნგრეთის ოთხ მოქალაქეს.