ირაკლი კოვზანაძე ლარის გაუფასურებას ნავთობის გაიაფებას და ეკონომიკაზე კორონავირუსის ზემოქმედებას უკავშირებს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანლის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ლარის დევალვაციაზე კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები და ნავთობის ფასის ვარდნა ახდენს გავლენას.

„15 თებერვლის შემდეგ გვქონდა ლარის გამყარება, რომელზეც გავლენას ახდენდა ეროვნული ბანკის ძვირი ფულის პოლიტიკა, მაგრამ პროცესები, რომლებიც არის კორონავირუსთან დაკავშირებული გაურკვევლობები და, ასევე, ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, გავლენას ახდენს და მოახდენს ლარის დევალვაციაზე. დაგვჭირდება და, ალბათ, სავალდებულოც იქნება პარლამენტის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მჭიდრო თანამშრომლობა ამ პროცესებთან დაკავშირებით“, – აცხადებს კოვზანაძე.

პარლამენტარის შეფასებით, იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მცირე და, ამავდროულად, ინტეგრირებული, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს აუცილებლად ექნება მასზე გავლენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები