იტალიიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები კარანტინს წყალტუბოში გაივლიან

წყალტუბოში, ერთ-ერთ სასტუმროში იტალიიდან ჩამოსული საქართველოს 97 მოქალაქე გადაიყვანეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე ამბობს, მოქალაქეები სასტუმროში გვიან ღამით შეიყვანეს. მისივე თქმით, ისინი თავს კარგად გრძნობენ და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვთ, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, კარანტინში დარჩებიან და მათ ზედამხედველობას სამედიცინო პერსონალი გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები