სოფელ გომში ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოები მიმდინარეობს – მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. ადგილზე, ამ დროისთვის, 85 მეხანძრე მაშველი მუშაობს. რა ფართობი დააზიანა ცეცხლმა, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია, ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის მაქსიმალურად ლოკალიზებულია. საჭიროების შემთხვევაში, მუშაობას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გააგრძელებს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის ქრობის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება მათ სრულ ლიკვიდაციამდე.

ხანძარი ლიკვიდირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთსა და მამათში.

ადგილზე გურიის სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევს მონიტორინგს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები