გორში, ცხინვალის გზატკეცილიდან გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, ცხინვალის გზატკეცილიდან შსს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 300 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 149 012 ლარი გაიხარჯება. სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.

წლებია, გზის აღნიშნულ მონაკვეთს სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები