აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბარცხანას დასახლებაში აქციის მონაწილეებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში აქციის მონაწილეებს შეხვდა. ისინი ზეთის მწარმოებელი კომპანია შპს “ივერია-ინტერნეიშენალის” ხელმძღვანელობისგან ზეთის წარმოების შეჩერებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ქარხანა ეკოლოგიას ზიანს აყენებს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
აღნიშნულის შესახებ სატელეფონო კომენტარი გააკეთეს  გარემოს დაცვის სამინისტროში. უწყების განმარტებით, სამინისტროში შესულია შეტყობინება და ინსპექტორებმა ზეთის ქარხნის ტერიტორიაზე დანადგარება შეამოწმეს. შესაბამისი დასკვნა კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები