ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით 7 პაციენტი იმყოფება
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშნებით, ამ დროისთვის, 7 პაციენტი იმყოფება. მათი ანალიზები უკვე გაფაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, მათ შორის არის ორი წლის ბავშვი დედასთან ერთად, რომლებიც იტალიიდან ხუთი დღის წინ დაბრუნდნენ. ასევე, თვითიზოლაციაში არიან მათი ოჯახის წევრები. მათი ნაწილი ევროპის ქვეყნებიდან არის ჩამოსული, ნაწილს კი შემხებლობა ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფებთან. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ყველა მათგანი საავადმყოფოში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმოტომებითა და მაღალი ტემპერატურით შემოიყვანეს. პაციენტები ბოქსირებულ და ნახვერადბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.