საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა.
ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტს და საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან ნაცნობობას უკავშირდება, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა არის დაფიქსირებული.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”