ქობულეთის შემოვლით გზაზე ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან. ცეცხლი თავდაპირველად ისპანის ჭაობის ნაკრძალში გაჩნდა, ახლა კი ხმელ ბალახზეც გავრცელდა.
როგორც “რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, ისინი ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
შეგახსენებთ, ქობულეთის შემოვლით გზაზე ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქობულეთის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.