სალომე ზურაბიშვილი: იტალიელი ხალხისთვის ახლა რთული დროა, საქართველო მათ გვერდით დგას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა.
მან იტალიის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.
“იტალიელი ხალხისთვის ახლა რთული დროა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა შეაჩეროს “კოვიდ-19″. რთული გადაწყვეტილებები მიღებულია, საქართველო იტალიის გვერდით დგას და მადლობას გიხდით ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვისთვის”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.